fbpx
LOADING...
10Nov

რა უნდა იცოდეთ ჭკვიანი სახლის შესახებ?!

რა უნდა იცოდეთ ჭკვიანი სახლის შესახებ?!

სახლის  ტექნოლოგიების შესაძენად ანგარიშზე მილიონების ქონა უკვე აღარ არის საჭირო. დროთა განმავლობაში  ისინი უფრო ხელმისაწვდომი და ადვილად გამოსაყენებელია, თუ ერთი კლიკით სამსახურიდან სახლში კონდინციონერის ჩართვა ან სახლის კარის გასაეღების სამუდამოდ წარსულში ჩაბარება არ არის საკმარისი მოტივაცია, მაშინ გაგაცნობთ  თუ რა უპირატესობები გააჩნია სახლის ჭკვიან მოწყობილობებს გარდა კომფორტის და ელეგანტურობსა.

შეგიძლია ყურადღება მიაქციო ბავშვებს, მოხუცებულ ოჯახისწევრებსა და შინაურ ცხოველებს. 
  • კარის ჭკვიანი საკეტი, რომლიც თითის ანაბეჭდზე მუშაობს, ასევე შეგიძლიათ აპლიკაციის, კოდის  და  ბარათის საშუალებით გააღოთ კარი. ან მხოლოდ ერთ-ერთი მათგანით. გარდა  უსაფრთხოების ყველაზე მაღალი მაჩვენებლისა მისის საშუალებით შეგიძლიათ აკონტროლოთ სკოლის ასაკის ბავშვების მიერ სახლში მისვლისა და სახლის დატოვების დრო. (ლინკი)
  • მოძრაობის ამომცნობი კარის ჭკვიანი ზარის საშუალებით შეგიძლიათ დარწმუნდეთ რომ სახლში მარტო ყოფნის პერიოდში ბავშვებს საფრთხე არ ემუქრებათ.

 

არ გჭირდებათ სახლის დაზღვევა 

სამუდამოდ დაივიწყეთ წყლისა და გაზის გაჟონვა, შესაბამისი დეტექტორები გაიგებენ თუ სადმე გაჟონვაა და თავისით გადაკეტავენ მილებს, ამასთან შეტყობინებასაც გამოგიგზავნიან სახლში არსებულ მდგომარეობაზე.  

ჭკვიანი დეტექტორები ასევე შეიგრძნობენ ხანძრის საშიშროებას და გაგაფრთხილებენ ამის შესახებ. შესაბამისად  აღარ დაგჭირდებათ სახლის დაზღვევაში ყოველთვიურად თანხის გადახდა, აღნიშნულ მოწყობილობებს ყიდულობთ მხოლოდ ერთხელ და მათი ფასი 150-იდან 200 ლარამდე მერყეობს. 

პ.ს  თუმცა უნდა ავღნიშნოთ ზედა მეზობლის მიერ ჩამოშვებულ წყალს ვერაფერს უშველის, მაგრამ თუ მეზობლებსაც აქვთ ეს მოწყობილობა შეგიძლია მშვიდად იცხოვრო ჭკიან მოწყობილობებთან ერთად.

 

შემცირებული კომუნალური გადასახადები 

ჭკვიანი ნათურები სახლიდან ათასეული კილომეტრების მოშორებითაც შეგიძლიათ ჩააქროთ.  ჭკვიანი როზეტები კი არასოდეს მოგცემთ ინერვიულოთ  ჩართულ უთოზე.  

 

დაიცავ სახლსა და საკუთრებას 

თითის ანაბეჭდიანი კარი და ჭკვიანი ზარი მოძრაობის დეტექტორით დაიცავს სახლს ქურდისაგან, ხოლო გაზის, CO-ს და წყლის დეტექტორების შემთხვევაში დაზღვეული ხართ ხანძრის, წყლისა და გაზის გაჟონვისაგან.